თბილისის მერმა მთავრობას განსახილველად რამდენიმე ალტერნატიული პროექტი წარუდგინა
15:43 07.11.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს საქართველოს მთავრობას განსახილველად მთავრობის დადგენილების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი წარუდგინა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სხვადასხვა ტიპის სოციალური პროგრამების გაუქმების შედეგად წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას.
„თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა, რაც შეიძლება სწრაფად განიხილავს წარდგენილ პროექტებს და მხარს დაუჭერს სოციალური პროგრამების აღდგენას“ - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.