პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს და მთელ ამერიკელ ხალხს პრეზიდენტის არჩევას ულოცავს.
„პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ლიდერია. ჩვენ ვამაყობთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით, რაც ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობაში გამოიხატება.
გვსურს წარმატებები ვუსურვოთ ბატონ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს, რადგან აშშ-ს როგორც მსოფლიო ლიდერ ქვეყანას ბევრი რთული გამოწვევა ელის მომავალში“ -ნათქვამია „საქართველოს გზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

















