არასამთავრობოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენენ
14:26 07.11.2012
არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარის თანამდებობაზე აბესალომ მიქელაძის კანდიდატურას წარადგენენ.
წარდგენა ხვალ კინოს სახლში სპეციალურ ბრიფინგზე მოხდება.
როგორც საინიციატივო ჯგუფმა „ნიუსპრესს“ აცნობა, ბრიფინგზე გამოქვეყნდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის ტექსტიც, სადაც დაფიქსირებული იქნება ბოლო დროს დევნილთა მიერ სხვადასხვა დაწესებულებებში გახშირებულ თვითნებურ შეჭრებთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება.