საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეებში დროებით რწმუნებულს შეხვდა
13:29 07.11.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეებში დროებით რწმუნებულს ადილ ტურსუნოვს შეხვდა.
საგაერეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას და ეკონომიკურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.