პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე , გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი, გარე განათებას აღარ ჩართავენ.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ახალი ბიუჯეტის მიხედვით დაფინანსება შეუმცირდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მიგვემართა იძულებითი ღონისძიებებისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება, გარდა დაცვისათვის განკუთვნილი პერიმეტრისა, რომელიც უსაფრთოეხობის უზრუნველსაყოფ აუცილებლობას წარმოადგენს, გამოგვერთო“ - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმადვე, ძირითად ხარჯებს წარმოადგენდა გარე განათების ხარჯები, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იძულებული გახდა აღნიშნული ნაბიჯი გადაედგა.

















