„თავისუფალი საქართველო“ ახალი მთავრობის მიდგომებს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით მიესალმება.
პარტიის პოლიტიკური მდივნის თენგიზ ომანაძის განცხადებით,
„თავისუფალმა საქართველომ“ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე, ონიშენკოს უწყებასთან მოლაპარაკებები 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია.
„ეს საკითხი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი“ - აცხადებს ომანაძე.
მისივე თქმით, როდესაც „თავისუფალმა საქართველომ“ მოლაპარაკებები დაიწყო, ბევრი, როგორც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ აკრიტიკებდა, წამოწყებას კი უპერსპექტივოს და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებდა. მათ შორის იყო დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც.
„თავისუფალი საქართველო“ მიესალმება ახალი მთავრობის მიდგომებს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

















