საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელეფტერიოს პროიოსისსთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საბერძნეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი.

















