საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსისა და ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორის ვასილ ჭყოიძის გარდაცვალების გამო.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვასილ ჭყოიძის სახით ქართულ საზოგადოებას გამოაკლდა ღირსეული სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ევროპული იდეის განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
მიხეილ სააკაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ლექტორს, ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის დირექტორს, ექსპერტ ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ.
ვასილ ჭყოიძე გულის შეტევით 2 ნოემბერს გარდაიცვალა.

















