საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური კახეთში მოსახლეობისათვის სტიქიით მიყენებული ზარალის ანაძღაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ–მინისტრისთვის კვლავ პრიორიტეტულია კახეთის რეგიონისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სრულფასოვნად ანაზღაურების საკითხი და როგორც არაერთხელ განაცხადა,მზად არის დაეხმაროს კახელ გლეხებს.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს, შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნა, მიზეზად კი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დაასახელა.
გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება 80 მილიონ ლართან დაკავშირებით ამ დრომდე ძალაში რჩება და კიდევ ერთხელ ხაზიგავუსვათ იმ ფაქტს, რომ თავის დროზე, სააღსრულებო ბიურომ სრულიად უკანონოდ მოახდინა „ქართუ ჯგუფის“ წილების მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება.
აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ,როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.
მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებშისცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხებისრულად გახარჯული აღმოჩნდა. შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა.

















