"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით პარლამენტში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.
მათ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი შეხვდებიან.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა და მათთვის "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით განმარტებების მიცემა ორ კომიტეტს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაავალა.
ბაქრაძის განცხადებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური გაძლიერება წარმოადგენს, ცალკე მუხლი ჩაიდება. საკანონმდებლო ჩანაწერით განისაზღვრება, რომ კანონით დადგენილი რეგულაციები მათ საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.

















