ამერიკის მეგობართა კლუბისა და ამერიკის მეგობართა ახალგაზრდული კლუბის ორგანიზებითა და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, დღეს ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტს - „აშშ-ის
საპრეზიდენტო არჩევნების მოდელირებული-დებატები“ განხორციელდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ამერიკის მეგობართა კლუბიდან აცნობეს, პროექტში მონაწილეობას თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ.
მათივე ინფორმაციით, შერჩეულია აპლიკანტებისგან დაკომპლექტებული ორი მოდებატე ჯგუფი - რესპუბლიკელები და დემოკრატები. პროექტში მათ პარტიული პლატფორმებისა და ღირებულებების დაცვა დაევალებათ, რის შემდეგაც ამომრჩეველი გამოავლენს გამარჯვებულ გუნდსა და პრეზიდენტს. მოდელირებული არჩევნების ამომრჩეველები სხადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იქნებიან.
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტის ილია ზუკაკიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ბიძგს მისცემს სტუდენტებში ისეთი უნარ–ჩვევების გამომუშავებას, როგორიცა საკუთარი არგუმენტების დაცვა და აზრის დასაბუთება, განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემა, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, სადებატო კულტურის პოპულარიზაცია, დემოკრატიის და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერება, რაც თავისთავად ახალგაზრდებში ძლიერი და ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

















