ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველ კოლეგა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის მეთაურად დანიშვნა მიულოცა.
როგორც „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის გვერდზეა აღნიშნული, ნეთანიაჰუსა და ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.
პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე ისაუბრეს და ამ ურთიერთობების მომავალში უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქართველი კოლეგა ისრაელში მიიწვია, რასაც ივანიშვილი დათანხმდა.

















