logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან დიალოგის დაწყებას შეეცდება
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან დიალოგის დაწყებას შეეცდება
16:11 26.10.2012
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგება, ვიდრე რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და სოხუმსა და ცხინვალში მისი საელჩოები ფუნქციონირებს.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ახლდდანიშნულმა საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მინისტრის მოვალეობის შესრულებას.

ფანჯიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოა, თუმცა, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობისა, დიალოგის წარმართვა შესაძლებელია.

მისი თქმით, არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ, მთელი ქვეყნის უპირველესი ამოცანა და მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.

ამასთან, ფანჯიკიძემ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ მან დღეს თანამშრომლებთან პირველ შეხვდრაზე პრიორიტეტების უცვლელობა დაადასტურა - ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-სთან.

„პრიორიტეტებს შორისაა კეთილმეზობლური ურთიერთობები ჩვენს უშუალო მეზობლებთან და დიალოგის დაწყების მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან, იქნება ეს პირდაპირი გზით თუ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ეს ის დეტალებია, რომლებიც ცოტა ხანში გაირკვევა“-განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ გუშინ პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართულ პირველ დებატებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ წამოწია ის თემა, რომელსაც ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიისას აქტიურად იყენებდა და რომელსაც ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არ დაუჯერა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არგუმენტები, იმის შესახებ,  თითქოს, ახალი ხელისუფლებისთვის ქვეყნის დეოკუპაციის საკითხი პრიორიტეტული არ იქნება და ის შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა