logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუკავა დასუფთავების გადასახადის არსებული სისტემის შეცვლას ითხოვს
კახა კუკავა დასუფთავების გადასახადის არსებული სისტემის შეცვლას ითხოვს
12:59 26.10.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა დასუფთავების გადასახადის სეზონურ გაიაფებას არ ეთანხმება.
როგორც მან დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკრებულოს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების ტარიფი 1 კილოვატ საათ ელექტროენერგიაზე 5 თეთრის ნაცვლად 2.5 თეთრი იქნება. თუმცა, სისტემა იგივე რჩება და ის ისევ ელექტროენერგიაზეა მიბმული. ასევე, ძალაში რჩება, დასუფთავების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება.

„თავისუფალი საქართველო“ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგია, რადგან საკრებულო სეზონურ ტარიფს იღებს, ხოლო სისტემა იგივე რჩება. თბილისელების პროტესტი, სწორედ დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის გაერთიანებამ გამოიწვია და საზოგადოების მოლოდინი 1 ოქტომბრის შემდეგ, სწორედ ამგვარი საკითხების დარეგულირებაა.

მისი თქმით, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების გამიჯვნის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, თითქმის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეიტანა, რადგან ის, რაც ანტიკონსტიტუციური იყო ხუთი თვის წინ, ანტიკონსტიტუციურია დღესაც.

კუკავას განცხადებით, დასუფთავების გადასახადის სისტემის შენარჩუნებისას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შორის გარიგება შედგა. შესაბამისად, საზოგადოებას გადასახადის გადახდა ისევ ძველი მეთოდით მოუწევს.

„დაველოდებით, საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და ცენტრალური მთავრობის რეაქციას, რის შემდეგაც, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვის განახლებას მოვთხოვთ“ - აღნიშნა კახა კუკავამ.

მისი თქმით, დასუფთავების გადასახადი საზოგადოებრივ საჭიროებებს განეკუთვნება, ამიტომ, ის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უნდა დაფინანსდეს.

ამასთან, კუკავა მიიჩნევს, რომ დასუფთავების გადასახადი ფიქსირებული უნდა იყოს, რომელიც კილოვატ საათით გაანგარიშებას არ ითვალისწინებს.

„თავისუფალი საქართველო“ ახალ ხელისუფლებას მიმართავს, აღნიშნულ საკითხში ჩაერიოს და საკანონმდებლო რეგულაციებით, ცენტრალური საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, მოსახლეობისთვის მიუღებელი სისტემა შეცვალოს.

დასუფთავების გადასახადის ზამთრის პერიოდში შემცირების საკითხს საკრებულო დღეს განიხილავს. სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა