საგარეო საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი მაია ფანჯიკიძე რამდენიმე წუთის წინ საგარეო უწყებაში მივიდა.
საგარეო პოლიტიკურ უწყებაში მას ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დახვდა, რომელიც ახალ მინისტრს მოადგილეებსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს წარუდგენს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ, განცხადებების გაკეთება იგეგმება.

















