ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მუშაობას დღეიდან შეუდგება.
როგორც „ნიუსპრესს“ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცნობეს, ფანჯიკიძეს 12.00 საათზე ელოდებიან.
მინისტრს მისი წინამორბედი გრიგოლ ვაშაძე დახვდება.
მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. ახალი მინისტრების უმეტესობა მუშაობას დღეიდან შეუდგება.

















