პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კარგად ჩამოყალიბებულია და ის მალე კომპეტენციის თვალსაზრისით ყველა მინისტრს  გადაასწრებს.
 
ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილი კალაძის მისამართით უმცირესობის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ენერგეტიკის შესახებ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. 
„შეგიძლიათ მისი ცოდნა თავად მოსინჯოთ. კალაძე ყველაზე კარგად არის ჩამოყალიბებული და საერთოდ, ძალიან კარგი და ეფექტური გუნდი მყავს“ - დასძინა ივანიშვილმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












