საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმცირესობიდან ყველა კოლეგას თანადგომასა და დახმარებას დაპირდა.
„ვინც მართლა ოპოზიციონერი იქნებით მერწმუნეთ, რომ გვერდით დაგიდგებით და თქვენთან ერთად ვიბრძოლებ. თუ თქვენი ხმა სადმე არ მიაღწევს, თქვენი ხმის პირველი დამცველი ვიქნები. მაგრამ ვინც დღეს ოპოზიციონერობას თამაშობს, სახეზე ოპოზიციონერის ნიღაბი აიკრა და მანტია მოისხა, მათ ოპოზიციონერობას ვერ ვიწამებ“ - განაცხადა საგანელიძემ.
მისი თქმით, ორი დღეა ის ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში ბატონობდნენ საქართველოში, პარლამენტში გულმუხრვალედ საუბრობენ, როგორი უნდა იყოს ქვეყანა.
„ეს ბატონობა ხშირ შემთხვევაში გრძელდებოდა არა 9 არამედ, 17 წელი. ისტორია კარგად მახსოვს და ვიცი, ვინ რომელ წელს მოვიდა პოლიტიკაში. დღეს კი, თავს იმის უფლებას აძლევთ, რომ ჭკუა გვასწავლოთ“ - განაცხადა საგანელიძემ.
მისი თქმით, მან როგორც ოპოზიციონერმა, „საკუთარ ტყავზე“ გადაიტანა გაზით მოწამვლა რუსთაველის გამზირზე, ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან რეზინის ტყვიები, ხელკეტები, პარლამენტში უუფლებო ოპოზიციონერობა და არჩევნების გაყალბება.

















