პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ამ წუთებში, ქუთაისში მთავრობის სახლში, მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე მინისტრების მოადგილეების საკითხზე იმსჯელებენ.
ივანიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საბჭოს სხდომა სავარაუდოდ, შაბათს გაიმართება და თავმჯდომარეს საზოგადოებას ორშაბათს, 29 ოქტომბერს წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრი მთავრობის სახლში პარლამენტიდან ფეხით მივიდა. მას გზაში მოქალაქეებმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და წერილები გადასცეს.

















