საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი აცხადებს,
რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან შეშინებულები გაიქცევიან.
როგორც მან დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „აბჯარასხმული“ ახალაიები საშიშები იყვნენ, ხელისუფლების მიღმა მყოფნი კი, გაქცეული დეზერტირები არიან. მისივე თქმით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას ძლევამოსილი იყო, ხელისუფლების მიღმა კი, უსუსურია. ბერძენიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც ახსენა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ „მასზე არც არაფერს იტყვის“.
„არ გრცხვენიათ კოლეგებო, რომ ეს ხალხი და ბევრი სხვა, თქვენი ლიდერები იყვნენ? იქნებ მათ საქციელზე ახლა მაინც ამოიღოთ ხმა“-მიმართა ბერძენიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

















