logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი კალენდრის შექმნას ურჩევს
გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი კალენდრის შექმნას ურჩევს
17:38 25.10.2012
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უმრავლესობას დაპირებების შესრულების კონკრეტული ვადების დასახელებისკენ მოუწოდებს.
მან პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კალენდარი წარადგინა და განაცხადა, რომ პარტიამ აღნიშნული ოთხწლიანი კალენდარი წინასაარჩევნოდ შექმნა, როცა მთავრობაში დარჩენას აპირებდა, თუმცა, ის სამთავრობო პროგრამა არ არის.

ბარამიძის თქმით, უმრავლესობას საკუთარი პროგრამა უკეთესად თუ არა, მსგავსი კალენდარის სახით მაინც გაეწერა.

„სამთავრობო პროგრამაში არ გთხოვთ, ბატონო ბიძინა, რომ ყველაფერი კონკრეტული ვადებით იყოს გაწერილი, მაგრამ გასაკვირი რატომ არის თქვენთვის, რომ თუნდაც ამდაგვარი უნდა გააკეთოთ. თუმცა, თქვენ ხომ უკეთესზე გაქვთ პრეტენზია და იმიტომ მოდიხართ ხელისუფლებაში, რომ ჩვენზე უკეთესი გააკეთოთ. ჩვენზე უკეთესს არ გთხოვთ, ჩვენნაირი მაინც გააკეთეთ და ხალხს უთხარით, როდის იქნება უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, გლეხი როდის შეძლებს, რომ უფასოდ დახნას და დათესოს, როდის იქნება შემცირებული ტარიფები დენზე, გაზზე, ფასები საწვავზე, როდის აუხდება ხალხს ის ოცნებები, რომელთან დაკავშირებით ხმა მოგცეს“ - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ახალმა უმრავლესობამ მოახერხოს ნათლად წარმოიდგინოს, რა ქვეყანა ჩაიბარა წინა ხელისუფლებამ და როგორია ის დღეს.

ბარამიძის განცხადებით, ის სასიკეთო ცვლილებები, რაც განხორციელდა, თავისთავად არ მომხდარა.

„სამწუხაროდ ითქვა, რომ ბევრი რამ, რაც გაკეთდა ბუნებრივიაო. ეს ბუნებრივი არ არის. თავისთავად გზები ვერ დაიგებოდა, თავისთვად კრიმინალური პოლიცია ხალხისთვს საპატივცემულო პოლიციად არ გადაკეთებულა. ჯარი, რომელიც ტანსაცმლის გარეშე იყო, არ ჩაცმულა და მსოფლოში ერთ-ერთ მოწინავე ჯარად თავისთავად არ ქცეულა. თავისთავად არ აშენებულა იუსტიციის სახლები“ - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ქართულმა საზოგადოებამ ეს არასაკმარისად ჩათვალა და „ქართულ ოცნებას“ ხმა კონკრეტული დაპირებებისთვის მისცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა