პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობის პროცესში გარკვეული პრობლემების წარმოქმნას არ გამორიცხავს.
კითხვაზე თუ როგორ ესახება პრემიერს პრეზიდენტთან მომავალი თანამშრომლობა, ივანიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირი რეალური ძალა არ აქვს.
„ამის მიუხედავად, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. კონსტიტუციით მას უფლებები ენიჭება, მაგრამ ამ უფლებების გამოყენება მისივე საწინააღმდეგო იქნება“ - დასძინა ივანიშვილმა.

















