logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კახა კალაძე ენერგეტიკის სფეროს შეისწავლის და საქართველოში სიბნელე აღარ დაბრუნდება
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ კახა კალაძე ენერგეტიკის სფეროს შეისწავლის და საქართველოში სიბნელე აღარ დაბრუნდება
16:59 25.10.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის დანიშვნის პრინციპს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, საკომიტეტო მოსმენებზე ხშირად ფიქსირდებოდა შეუსაბამობა ცალკეულ მინისტრებსა და სამთავრობო პროგრამას შორის.

ბაქრაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეუსაბამობა კახა კალაძესა და მის თანამდებობას შორის არსებობს.

ამასთან, მან კალაძეს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ როგორც ფეხბურთელს, მას დიდ პატივს სცემდა.

„ბოდიშს ვიხდი, არ მიყვარს არავის პერსონიფიცირება და ბოდიშს ვუხდი კახა კალაძეს. მე მას ნამდვილად პატივს ვცემდი როგორც ფეხბურთელს და წლების მანძილზე „მილანს“ ვგულშემატკივრობდი მხოლოდ იმიტომ, რომ იქ თამაშობდა, მაგრამ მე მასთან შეკითხვა მაქვს - ბატონო კახა, „მილანის“ მთავარ მწვრთნელს თქვენთის როდესმე უთქვამს, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი ხარ და მოდი ხვალ დაცვის მაგიერ კარებში ჩადექი, იყავი ნიჭიერი მეკარე და 1 თვეში ბურთის დაჭერას გასწავლითო?“ - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის პრონციპი არასწორია და პრობლემებს თავად მას შეუქმნის.

ბაქრაძის თქმით, მომავალში კახა კალაძეს დაეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ქვეყანაში სიბნელე არ იყოს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ კალაძე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, თუმცა, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კალაძის ენერგეტიკის მინიტრად დანიშვნის პასუხისმგებლობას ვერ გაიზიარებს.

„ვფიქრობ, რომ თქვენთის იმ სფეროს ჩაბარება, რომელიც არ იცით, პირველ რიგში თქვენთვის არის პრობლემური, იმიტომ რომ თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში სიბნელე არ იყოს. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ შეისწავლით და საქართველოში სიბნელე აღარ დაბრუნდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ იქნებით წარმატებული, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ გავიზიარებთ“ - განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა