logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ქუცნაშვილი წუხს, რომ როლანდ ახალაიას პარლამენტის წევრის სტატუსი აქვს
ქუცნაშვილი წუხს, რომ როლანდ ახალაიას პარლამენტის წევრის სტატუსი აქვს
16:27 25.10.2012
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს როლანდ ახალაიას მიმართა, რომ სამეგრელოს მოსახლეობას მისი ქმედებები კარგად ახსოვს.

„სამწუხარო ისაა, რომ დღეს ჩვენ ერთ რეალობაში ვსხედვართ, სადაც თქვენც და სხვა ადამიანებსაც პარლამენტის წევრი ჰქვია“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ახალაიას ცრუ ბრალდების გამო, ბევრი ადამიანი დღემდე ციხეში იტანჯება.

„თქვენ გააუბედურეთ ათასობით ოჯახი, მაგრამ დღეს დაგვცინით იმის გამო, რომ პარლამენტის წევრი გქვიათ“-აღნიშნა მან.

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაცია კი არ მოხდა, არამედ, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალაუფლება ხელიდან გამოგლიჯა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პოლიციის შენობებიდან „ხალხი ცვიოდა“. ქუცნაშვილმა უმრავლესობის წევრი რამდენიმე დეპუტატიც დაასახლა, რომელზეც ყოფილმა მმართველმა ძალამ ფიზიკური ზეწოლა განახორციელა.

ქუცნაშვილი იმის განმარტებას შეეცადა თუ სად გადის ზღვარი შურისძიებასა და სამართლის ძიებას შორის.

„შურისძიება ნიშნავს, რასაც თქვენ აკეთებდით - დაგახვედრონ გადაცმული ადამიანები და გაგიხეთქონ თავი. სამართლის ძიებაა, რომ სასამართლოში წავიდეს როლანდ ახალაიას საქმე და სამართლიანმა სასამართლომ დაადგინოს, გასცემდა თუ არა ის უკანონო ბრძანებებს“-აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებაში სიტყვა „უმრავლესობა“ დისკრედიტებულია და „ქართული ოცნება“ შეეცდება ამ მდგომარეობის შეცვლას.

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ დემოკრატიის კანონები მკაცრია და ხელისუფლება უნდა შეეგუოს, პარლამენტის დარბაზის ერთ კუთხეში ზის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ძალადობის და უსამართლობის იდეოლოგი იყო, სიამოვნებით აწერდა ხელს უკანონო ბრძანებებს და რომელმაც,  მისი შეფასებით, ქართული მართლმსაჯულება დაასამარა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა