საქართველოს პარლამენტმა 88 მომხრე 54-ის წინააღმდეგ, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და მთავრობის სამოქმედო პროგრამა დაამტკიცა.
შს მინისტრად დამტკიცდა ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად - ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრად - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრად - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად - მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად - კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - დავით სერგიენკო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად პაატა ზაქარეიშვილი.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გახდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - დავით დარახველიძე, ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი, გარემოს დაცვის მინსიტრი - ხათუნა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით ნარმანია დაინიშნა.

















