პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს ყველა მუსულმანს,
უპირველესად კი, საკუთარი მოძრაობის აზერბაიჯანელ წევრებს და უსურვებს მშვიდობას საქართველოში და კეთილდღეობას და სიხარულს საკუთარ ოჯახებში.
„დღეს ისლამური სამყარო ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყურბან–ბაირამი არის ადამიანთა სულიერი ძლიერების, მოთმენისა და ნებისყოფის, ქველმოქმედების გამოვლენის, ურთიერთგაგებისა და ერთიანობის ზეიმი“ - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
როგორც პარტიაში განმარტავენ, საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა და ყველა აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი უკვე მრავალი საუკუნეა საქართველოს სრულფასოვან შვილად თვლის საკუთარ თავს და საქართველოს ისტორია იცნობს უამრავ არაეთნიკურად ქართველი თანამოქალაქის თავდადებისა და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითს საკუთარი სამშობლოს - საქართველოს უკეთესი მომავლისთვის.

















