logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გაბაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ჯერარდამტკიცებული მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში არ დაადანაშაულონ
გაბაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ჯერარდამტკიცებული მთავრობა დაპირებების შეუსრულებლობაში არ დაადანაშაულონ
15:56 25.10.2012
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს მიმართა, ნუ გამოიჩენენ უსამართლობას და ჯერაც დაუმტკიცებელ მთავრობას რაიმე სახის დაპირებების შეუსრულებლობაში ნუ დაადანაშაულებენ.

მისი თქმით, ივანიშვილის მთავრობისადმი მიდგომა უნდა იყოს „დაველოდოთ და შევხედოთ“, როგორც ეს ერთ-ერთმა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ აღნიშნა.

გაბაშვილი აცხადებს, რომ ეს სამართლიანი დამოკიდებულება იქნება, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ბევრი წინასაარჩევნო დაპირება გასცა, თუმცა, მისი შესრულების გზების შესახებ სხვადასხვა სახის განცხადებებს აკეთებს, ამდენად, ძნელია პროგნოზირება, როგორი იქნება მომავალი მთავრობის პოლიტიკა.

მისი თქმით, პროგრამა, რომელიც უმრავლესობამ დღეს უნდა დაამტკიცოს, შინაარსისგან სრულიად დაცლილია და მასში წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები შესული არ არის. ამასთან, გაბაშვილის განცხადებით, მომავალი მთავრობის რამდენიმე მინისტრი მასში ასახულ დებულებებს არ ეთანხმება.

„რა იქნება ის რეალური პოლიტიკა, რომელზეც ეს მთავრობა იქნება ორიენტირებული, ჯერ არ ვიცით“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, თუ საგარეო მიმართულებით ახალი მთავრობის პოლიტიკა იქნება, რომ საქართველოს საკითხი თვითონ საქართველომ უნდა მოხსნას დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში, რათა ეს რუსეთისთვის გამაღიაზიანებელი არ იყოს, გაბაშვილის შეფასებით, ეს კონცეპტუალური კატასტროფა იქნება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვალე იქნება დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და არაღიარების პოლიტიკა.

„თუ პოლიტიკა იქნება ის, რასაც ქალაბატონი ფანჯიკიძე ამბობდა, რომ საქართველომ მუდმივად უნდა შეახსენოს თავის თავი დასავლეთს, რათა მან ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, წავიდეთ ნატოსა და ევროკავშირისკენ, მაშინ ჩვენ ამ პოლიტიკას მხარს დავუჭერთ“-აღნიშნა მან.

უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, ეკონომიკის მიმართულებით თუ პოლიტიკა სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა და ლიბერალური პრინციპები იქნება, მას უმცირესობა მხარს დაუჭერს.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, თუ რუსეთზე ზეწოლის ნაცვლად ახალმა მთავრობამ მხარეებად მარიონეტული რეჟიმები აღიარა, უმცირესობისთვის ეს მიუღებელია.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაფერი გაკეთებულა და ყველაფერი ცუდადაა.

„ბევრი ჩვენი კოლეგა პროფესიონალ ცილისმწამებლად ჩამოყალიბდა და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ეს ცილისწამება ახლა უმრავლესობის მხრიდან გაგრძელდება. ძალიან ბევრი ამ პარლამენტში სწორედ ამისთვისაა“-განაცხადა გაბაშვილმა და დასძინა, რომ მათი პროგრამა პირველი თვეების განმავლობაში „ლაფის სროლა“ იქნება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ოპოზიციაშია და აპირებს, თავისი ფუნქცია შეასრულოს. ამასთან, მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გააცნობიეროს, რომ ის ახლა ხელისუფლებაა და სხვების ხელაღებით კრიტიკის უფლება აღარ აქვს.

„ზოგიერთები, რომლებიც ჟირინოვსკისთან დადიოდნენ ქვეყნის ბედის გასარკვევად, მორალს და ჭკუას ნუ გვასწავლიან“-განაცხადა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა