საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუბაზ სანიკიძემ აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი მომავალში აუცილებლად დეტალურად გაირკვევა.
როგორც მან პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდის ძირითადი თემა სწორედ ისაა, რომ მათი განცხადებით, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ომი საქართველომ დაიწყოო.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია ვინ დაიწყო ომი. სანიკიძის შეფასებით, ის რუსეთის ფედერაციამ დაიწყო.
„მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ვინ წააგო ომი და ამაზე საუბარი თქვენ არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ. ლამის ივანიშვილს აბრალებდით მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში რუსეთ-საქართველოს ომის ჯერ დაწყებას და მერე წაგებას“ - მიმართა სანიკიძემ უმცირესობას.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლება და პირადად თვითონ, ამ საკითხში აუცილებლად გაერკვევა და შეისწავლის იმ შეცდომებსა და დანაშაულს, რაც სამხედრო ოპერაციების დროს მოხდა.
„მე ვერასდროს მივიღებ მიხეილ სააკაშვილს უმაღლეს მთავარსარდლად, რადგან მან ამ ომის დროს სიდედლე გამოაჩინა. ამიტომ, ომის საკითხებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული განხილვა და იმედი მაქვს, გამოძიება იქნება“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

















