logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხიდაშელი - ეჭვი მაქვს, ბაჩო და დათა ახალაიებს მოუწევთ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა
ხიდაშელი - ეჭვი მაქვს, ბაჩო და დათა ახალაიებს მოუწევთ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა
14:35 25.10.2012
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საკანონმდებლო ორგანოში თავისი გამოსვლა უმცირესობის წევრის პეტრე ცისკარიშვილისადმი მადლობის თქმით დაიწყო.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ერთადერთი, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა საარჩევნო ძალადობას დააკლო, 1 ოქტომბრის ღამეს „ტყვიის სროლა იყო“, რაც არ გააკეთა და ამისთვის მადლობა მას. 

„სხვა ყველაფერი გააკეთეთ, რისი წარმოდგენაც ადამიანს შეუძლია“ - მიმართა მან ცისკარიშვილს.

ხიდაშელმა კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებაზეც გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ოპონენტებზე ზეწოლას ახორციელებენ და ემუქრებიან.

უმრავლესობის წარმომადგენლის განმარტებით, 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, ადამიანებისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა და დავიწყებას მიეცა ისეთი ლექსიკა, როგორიცაა ძალადობა, დაშინება და შანტაჟი.

მისი თქმით, ქვეყანას საპროტესტო ტალღამ გადაუარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ მისი მხარდამჭერები და ეს პროცესი პარლამენტშიც გაგრძელდება, რადგან, მისივე თქმით, ქვეყანაში „თავისუფლების სიომ დაჰბერა“ და ადამიანები თავისუფლდებიან იმ ბორკილებისგან, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა ხალხს დაადო.

„რასაც ახლა მე ვიტყვი, ვიღაცამ შეიძლება ზეწოლად ჩათვალოს. ამ დარბაზში ზის ბატონი როლანდ ახალაია. მაქვს მაღალი ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბაჩო და დათა ახალაიებს ალბათ მოუწევთ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. ჩვენ ამას ვეძახით კანონის წინაშე თანასწორობას და ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის გარდაუვალობას“ - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ საზოგადოებას ღრმად სწამს, რომ ამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ხიდაშელს, გამოსვლის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა როლანდ ახალაიამ ტაში დაუკრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა