logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება
ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება
14:04 25.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრება.

„ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდისა და კომერციულ ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობის ხელშეწყობა მოხდება, ეროვნული ბანკი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობას გაზრდის და არამიზნობრივ ხარჯებს გააუქმებს.

ივანიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების გზით, ბიუჯეტში მნიშვნელოვან თანხებს მოიძიებს, რომლითაც პრიორიტეტული მიმართულებები - ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სოფლის მეურნეობა დაფინანსდება.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესში რეალურად მიიღებს მონაწილეობას. მისი ძირითადი საქმიანობა ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის კონტროლი იქნება. გამჭვირვალე გახდება ბიზნესსექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რაც საბიუჯეტო შემოსავლებზე დადებითად აისახება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საკვები პროდუქტები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში აღარ იქნება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დაბეგვრის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ყოველწლიურად საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმი დადგინდება, რომელიც საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა