logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს
ივანიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს
13:48 25.10.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური უწყებების სტრუქტურული მოდერნიზება მოხდება.

როგორც მან პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოხდება ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება.

მისი თქმით, სახელმწიფო სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს და თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაიზრდება. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სტაბილურ შემოსავალს მოუტანს, გაზრდის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს, უმუშევრობას შეამცირებს და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები მიზნობრივად და გამჭვირვალედ დაიხარჯება.

„საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ისეთი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება, სადაც მონოპოლიების არსებობა გამორიცხული იქნება. საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის კუთხით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საექსპორტო საბაზრო არეალების მნიშვნელოვანი გაფართოება, ევროკავშირსა და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედება, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგად საკუთარი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სამუშაო ადგილის მოძიება, ცოდნისა და უნარის გამოყენება გახდება შესაძლებელი.

ივანიშვილის განცხადებით, ეს საზღვარგარეთ მოსახლეობის მასობრივ გასვლას, ასევე, სოციალური გაჭირვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვს შეამცირებს და დემოგრაფიულ მაჩვენებელს გააუმჯობესებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა