საპარლამენტო უმცირესობას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში
სიტყვით გამოსვლა ამ წუთებში დაასრულა, კითხვები არ აქვს.
როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ვინაიდან გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატთა გეგმების საკმაოდ დეტალური განხილვა შედგა, სადაც დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის ყველა კითხვა დაესვათ, დღეს მათ შეკითხვები არ აქვთ.
„ჩვენ გავუფრთხილდებით თქვენს და ჩვენს დროს და კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ვიმუშავებთ“-აღნიშნა ბაქრაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში დეპუტატებს მომავალი მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო.

















