საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მუსულმან მოსახლეობას ყურბან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
მილოცვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ეფუძნება იმას, რომ საქართველოს კეთილდღეობა თანაბრად ეკუთვნოდეს მისი ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილია. ვუერთდები თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ დღესასწაულის მოლოცვებს და წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“ - აცხადებს პრეზიდენტი.
დღეს მუსულმანური სამყარო ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს.

















