ქუთაისში პარლამენტის სესია მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცონ.
სხდომას სრული შემადგენლობით ესწრებიან მინისტრობის კანდიდატები, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.
კანონის თანახმად, ახალი მთავრობის წევრობის კანდიდატები, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დაასახელა, პარლამენტარებს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა.
ამ წუთებში დეპუტატების წინაშე სიტყვით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გამოდის და მთავრობის პროგრამას აცნობს.
მთავრობის დამტკიცებას პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტებში უკვე მოუსმინეს.

















