საპარლამენტო უმცირესობის წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას
განცხადებით, მისი შვილები დათა და ბაჩო ახალაიები ისვენებენ.
ჟურნალისტებთან საუბარში ახალაიამ არ დააკონკრეტა, თუ სად იმყოფებიან ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია.
„ჩემი შვილები საჯარო მოხელეები აღარ არიან და ისინი ისვენებენ“ - დასძინა მან.

















