საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პარლამენტში დღეს ველოსიპედით მივიდა. როგორც მედიის წარმომადგენლებს გარემოს დაცვის ყოფილმა
მინისტრმა განუცხადა, სადაც არსებობს ველოსიპედით მოძრაობის საშუალება, ამაზე უარს არასოდეს ამბობს.
„ქუთაისის პარლამენტი იმის საშუალებას იძლევა, რომ ველოსიპედით ვიარო. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მითხრა, რომ ველოსიპედით სამინისტროში დავდიოდი, რაც სიმართლე არ არის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ბევრი დეპუტატი შემომიერთდება, განსაკუთრებით უმრავლესობის რიგებიდან“ - დასძინა მან.

















