logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დამტკიცდება
მთავრობის ახალი შემადგენლობა დღეს დამტკიცდება
09:03 25.10.2012
ახალ მინისტრთა კაბინეტს დღეს პარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებენ. მინისტრობის კანდიდატურები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ სრულად დაასახელა.

ივანიშვილმა შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, თავდაცვის მინისტრად - ირაკლი ალასანია, ამავე დროს, ის იქნება ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრად - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების მინისტრად - სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა მინისტრად - მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრად - კახა კალაძე, რომელიც მეორე ვიცე-პრემიერი იქნება, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე დავით კირვალიძეა დასახელებული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად - ლევან ყიფიანი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად - გურამ ოდიშარია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - დავით სერგიენკო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე - პაატა ზაქარეიშვილი.

ფინანსთა მინისტრად დასახელებულია ნოდარ ხადური, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად - დავით დარახველიძე, ეკონომიკის მინისტრად - გიორგი კვირიკაშვილი. გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს ხათუნა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - გიორგი მარგველაშვილი, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - დავით ნარმანია.
მთავრობის დამტკიცებას პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მინისტრობის კანდიდატებს უკვე მოუსმინეს საპარლამენტო კომიტეტებში.

პარლამენტის სხდომა ქუთაისში 12:00 საათზე გაიმართება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა