საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების ურთიერთობის საკითხები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ
მაჭავარიანმა და სომხეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილემ სამველ ბალასანიანმა.
ორმხრივი საპარლამენტო კომისიის ფორმატში საქართველო და სომხეთი 1998 წლიდან ურთიერთობს და ამ პერიოდში ორი ქვეყნის კანონმდებლებს შორის შეხვედრები არაერთხელ გაიმართა.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.
"სომხეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად შევთანხმდით, რომ მოხდება კანონმდებლობების სინქრონიზაცია და ორმხრივი კომისია განახლებულ ფორმატში გააგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა შეხვედრის დასასრულების შემდეგ.

















