logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გია ბარამიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა ვალდებულია გაარკვიოს როდის შესრულდება დაპირებები
გია ბარამიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა ვალდებულია გაარკვიოს როდის შესრულდება დაპირებები
14:57 24.10.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ბარამიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოების სახელით ვალდებულია გაარკვიოს როდის შესრულდება ახალი ხელისუფლების დაპირებები.

მისი თქმით, ქართველ ხალხს იმ დაპირებების რეალიზაციის ვადები აინტერსებს, რომელიც ივანიშვილმა გასცა.

„ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის თქვენ არა უბრალოდ მდიდარ და წარმარტებულ ადამიანს განასახიერებთ, არამედ ადამიანს, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა და თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს ოცნებას ერთგვარად მართლაც აუხდენს“ - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით იდეალური სიტუაცია არ არის, თუმცა, იდეალური მდგომარეობა არც ახალი ხელისუფლების წასვლის შემდეგ იქნება.

„ალბათ დამეთანხმებით, თქვენ რომ ხელისუფლებიდან წახვალთ არც მაშინ იქნება იდეალური სიტუაცია, რადგან იდეალური სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსად არ არის. რა თქმა უნდა, საამაყო არ არის, რომ შს მინისტრი პირადად არ კლავს ადამიანებს, მაგრამ საქართველომ ეს პერიოდი გაიარა“ - განაცხადა გია ბარამიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება დაუნახაობა იმისა, რომ აღარ არსებობს ის ჯარი და პოლიცია, რომელიც იყო. ახლა აღნიშნული ინსტიტუტები ბევრად უკეთესია.

„არ ვამბობთ, რომ ქვეყანაში ყველა ბედნიერია. ყველა ბედნიერი რომ იყოს მაშინ ჩვენ მოგვცემდნენ ხმას და არა თქვენ“ - განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყოველთვის ეთანხმებოდნენ აზრს, რომ ბევრი რამ არასწორად და არასაკმარისად გაკეთდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა