logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გოგი ხუციშვილი - რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა უფრო აწყობდა
გოგი ხუციშვილი - რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა უფრო აწყობდა
13:24 24.10.2012
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობა უფრო აწყობდა, ვიდრე დღევანდელ მთავრობასთან.    

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული სტრატეგია ექსპერტმა დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში შეაფასა.

ხუციშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა თავის გეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწია და ახლა ამ სტატუსკვოს გადახედვა აღარ აწყობს.

„სააკაშვილის და მისი ტელევიზიების პროპაგანდა მდგომარეობდა იმაში, რომ „ქართული ოცნება“ რუსული გეგმის ნაწილია და მოსახლეობამ მას ხმა არ უნდა მისცეს. ოქტომბრის არჩევნები მეტყველებს, რომ ეს ლეგენდა დაინგრა, ვინაიდან რუსეთს სააკაშვილის მთავრობასთან ურთიერთობა უფრო აწყობდა და არა ის ვითარება, რაც დღეს საქართველოშია. ახალი ვითარება დინამიკასთანაა დაკავშირებული - ჩვენ გვაწყობს აგვისტოს სტატუკვოს შეცვლა. რუსეთს კი - არა“ - განმარტა ხუციშვილმა.

ექსპერტი სწორედ ამას უკავშირებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.

„თავის პირველივე გამოსვლაში ლავროვმა წამოაყენა პირობა, რომ საქართველომ ჯერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნოს და რუსეთი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს დაამყაროს თუ არა ჩვენთან კონტაქტი და აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა. ეს იყო გაფრთხილება და პროცესის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა“ - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ რუსეთი ყველანაირად ხაზს უსვამს, რომ საქართველოს როგორც პარტნიორს ან ოპონენტს, არ აღიარებს.

ხუციშვილის თქმით, სინამდვილეში, საქართველო კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მისი მნიშვნელობა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

იგი მიიჩნევს, რომ საქართველომ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს და რუსეთს წინადადებათა პაკეტით მიმართოს, რომელშიც მისი ინიციატივები დიპლომატიური ენით ჩამოყალიბდება, ხოლო ტერმინები ისე შეირჩევა, რომ არც ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს და არც გამაღიზიანებელი იყოს.

რაც შეეხება უსაფრთხოების თემას ხუციშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან შესაძლებელია უსაფრთხოების გარანტიების გაცემა და გარკვეულ დოკუმენტებზე ხელის მოწერა. რაც მისი თქმით, ჟენევაში უკვე დაწყებულია.

„აქ არის ორი მომენტი, პირველი - გვინდა გავხსნათ საზღვრები და ვივაჭროთ აფხაზებთან და ოსებთან და მეორე - არ ვაპირებთ მათ ძალით შეთრევას ჩვენს სამართლებივ სივრცეში, როდესაც ამას სააკაშვილი ამბობდა ისინი პასუხობდნენ, რომ არ სჯერათ. ამ ხელისუფლების პირობებში კი, შეიძლება დაიჯერონ“ - განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანის ყოფნა როგორიც პაატა ზაქარეიშვილია, მათ ამის საფუძველს აძლევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა