logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობას სიცრუისა და ძალადობისგან თავისუფალ რეალობაზე მორგებისკენ მოუწოდებს
ივანიშვილი საპარლამენტო უმცირესობას სიცრუისა და ძალადობისგან თავისუფალ რეალობაზე მორგებისკენ მოუწოდებს
12:57 24.10.2012
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო უმცირესობას ახალ - სიცრუისა და ძალადობისგან თავისუფალ რეალობაში კონსტრუქციული მუშაობა შესთავაზა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობა არსებობს შეხედულებებსა და პოზიციებში, ჩვენი მზაობაა, რომ მაქსიმალურად მოგეცეთ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, მაგრამ თქვენი გადასაწყვეტია შეიცვალოთ და ახალ რეალობაში მოახერხოთ მუშაობა, ახალ რეალობაში, რომელშიც დასრულებულია სიცრუისა და ძალადობის ეტაპი“ - განაცხადა ივანიშვილმა.

უმცირესობის წევრების კითხვების პირველი ნაწილი შეეხებოდა პენსიების ზრდის, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების უზრუნველყოფის წყაროებსა და სამუშაო ადგილების შექმნას.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისთვის დღემდე უცნობია სახელმწიფო ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები და ამიტომ აუცილებელია ბიუჯეტის საფუძვლიანი ანალიზი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აღებული ვალდებულებების შესრულების საბიუჯეტი შესაძლებლობა არ იქნება, მაშინ ის გამოძებნის კანონიერ გზას და დამატებით წყაროებს, საჭირო ხარჯების გასაწევად.

„თქვენ შესაძლოა, არ იცით, მაგრამ პირველ ორ წელზე მეტ ხანს ვახერხებდი პარლამენტის წევრების, მინისტრების ხელფასებით უზრუნველყოფასა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებას აბსოლუტურად კანონიერი გზით და თუ ამის საჭიროება დადგება იგივე სათადარიგო გეგმა გამოიძებნება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პენსიის 220 ლარამდე გაზრდა, რა თქმა უნდა, მოსვლისთანავე ვერ მოხერხდება, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის უახლოესი მომავლის გეგმა.

ამასთან, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ძალიან მაღალი ტემპებით განხორციელდება უცხოური ინვესტიციების შემოდინება, რაც რეალური სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება.

„ჩვენ უმოკლეს დროში ინვესტორები უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანაა და ის ელიტური კორუფცია, რომელიც არსებული ხელისუფლების პირობებში იყო, ამოიკვთა“ - განაცხადა ივანიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა