მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს დღეს უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციებში შეხვდებიან. 
უმცირესობის სხდომა 12.00 საათზე, ხოლო უმრავლესობის - 15.00 საათზეა დაგეგმილი. 
ცნობილია, რომ უმცირესობამ პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან  შეხვედრა მოითხოვა. 
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ივანიშვილი განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. 
დღესვე, პარლამენტის ბიუროც შეიკრიბება. მთავრობის შემადგენლობა და მისი სამოქმედო გეგმა პლენარულ სხდომაზე  25 ოქტომბერს განიხილება. საკომიტეტო მოსმენები კი, გუშინ გაიმართა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












