საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრს კანონსაწინააღმდეგო     
გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრში გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაშიც მიმდინარეობდა პროცესები, რომელიც გამოიხატება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარების მცდელობაში.
„მე ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი და ვახერხებდი ამ პროცესების შეჩერებას, მაგრამ მას შემდეგ რაც ქუთაისში წამოვედი, მივიღე ინფორმაცია, რომ ცენტრში ხდება ამ გადაწყვეტილებების ნაჩქარევად და იძულებით მიღება. მე მოვუწოდე ბევრჯერ და დღესაც მოვუწოდებ კომისიის წევრებს, რომ ნუ მიიღებენ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ამასთან მე მათ გარანტიას ვაძლევ, რომ გამოირიცხება ნებისმიერი ქმედება პოლიტიკური კრიტერიუმით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აკრედიტაციების მინიჭება იმ ფორმით, რაც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს“.-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












