მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრობის კანდიდატებს ხვალ უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციებში შეხვდებიან.  
უმცირესობის სხდომა 12.00 საათზე, ხოლო უმრავლესობის - 15.00 საათზეა დაგეგმილი. 
ხვალვე პარლამენტის ბიუროც შეიკრიბება.
ცნობილია, რომ უმცირესობამ პროგრამის განხილვისას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან ბიძინა ივანიშვილთან  შეხვედრა მოითხოვა. 
უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ინფორმაციით, ივანიშვილი განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.
მთავრობის შემადგენლობა და მისი სამოქმედო გეგმა პლენარულ სხდომაზე  25 ოქტომბერს განიხილება. დღეს კი, საკომიტეტო მოსმენები გაიმართა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












