ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის კახი კალაძის განცხადებით, საქართველოში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებები გადაიხედება.  
როგორც „ნიუსპრესს“ კალაძემ განუცხადა, ერთ-ერთი მიზანია  გაგრძელდეს  მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობა და ამ საკითხზე კონსულტაციებიც გაიმართება. 
„გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები გვექნება და მშენებლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. ამასთან, ყველა ის ხელშეკრულება გადაიხედება, რომელიც უკვე დადებულია მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გათვალისწინებულია თუ არა მათში სახელმწიფოს ინტერესი“ - აცხადებს კალაძე. 
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტორმა გაარკვიოს  მიზეზები, რომლის გამოც „ბახვი ჰესის“ მშენებელობაზე პრობლემა შეიქმნა და სად იქნა შეცდომა დაშვებული. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












