logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილის განცხადებით, ის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მუშაობას გააგრძელებს
სააკაშვილის განცხადებით, ის ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მუშაობას გააგრძელებს
10:18 23.10.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, როგორც ოპოზიციური ძალის ლიდერი, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით მუშაობას  გააგრძელებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ტრადიციად ქცეული ტენდენცია უნდა დაირღვეს, როდესაც ოპოზიციის მთავარი ფუნქცია ქვეყნის ლანძღვა და მთელი მსოფლიოსთვის იმის მოყოლა იყო თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა მის ქვეყანაში.

სააკაშვილის განცხადებით, ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური ძალის ლიდერი, იმის პოპულარიზაციას გააგრძელებს, რომ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო წერტილია.

„სამუშაო ადგილებს ქმნის არა რაიმე სხვა ფაქტორი, არამედ, ჩვენს ეკონომიკაში ჩადებული ფული, ახალი საწარმოები, ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი პორტები და ინფრასტრუქტურა. მიმაჩნია, რომ შეცდომა იქნება დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერება, რადგან ეს საქართველოში ენერგეტიკულ პრობლემებს, დენის დეფიციტს გამოიწვევს და რაც მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი სამუშაოს დაკარგავს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, დიდი შეცდომაა ასევე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება, რადგან მათი საშუალებით ათიათასობით სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.

„წინა მთავრობამ ახალ მთავრობას ბიუჯეტში ძალიან დიდი ფული დაუტოვა. პენსიები საქართველოში წინა მთავრობის დროს ათჯერ, ხოლო დაზღვეულთა რაოდენობა ასჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი ჯიუტი ფაქტებია. ამის უარყოფა არ გვინდა. პირიქით, კარგია, რომ ახალმა მთავრობამ მათ გაუმჯობესებაზე იმუშაოს“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დუბაიში მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო და მასზე სიტყვით გამოვიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა