ექსპერტი  რამაზ  საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი თემა, რომელზეც შესაძლოა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ითანამშრომლონ, ქვეყნის დასავლური ორიენტაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაა.  
 ამასთან,  ექსპერტის  თქმით,  საჯარო  შეფასებებში თანამშრომლობის  თემად  შესაძლოა, კრიმინალთან  ბრძოლაც დასახელდეს, თუმცა, ის  ეჭვობს, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა შედგეს, ვინაიდან მისივე სიტყვებით, „ნაციონალურ  მოძრაობას“  ამ  მიმართულებით  ბევრი  პრობლემა  აქვს.“  
 
საყვარელიძის  შეფასებით, დეკლარირებულად ორივე პოლიტიკურ ძალას, როგორც „ნაციონალურ  მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“, ერთნაირი   პოზიციები აქვთ, განსხვავება ისაა, რომ გამარჯვებული ძალა მათ  შესრულებას  აპირებს.
 
ამასთან, საყვარელიძე აცხადებს, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციის  მთავარი  განმასხვავებელი საკითხი რუსეთისადმი დამოკიდებულებაა.     
„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ ვიდრე საქართველოს  ტერიტორიები ოკუპირეულია და ქვეყანაში ოკუპანტის ტანკები დგას, რუსეთთან დიალოგი არ შიძლება. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ არ შეიძლება ქვეყანა იყოს ოკუპირებული, მაგრამ  ტანკების გასაყვანად რუსეთთან დიალოგი საჭიროა“ - განაცხადა ექსპერტმა.
 
მისივე  შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპა მაგალითია იმისა, თუ  როგორ უნდა ჰქონდეს ქვეყანას კარგი ურთიერთობები რუსეთთან და ამავე დროს,   იყოს ნატო-ს წევრი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












