საქართველოს პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს 25 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე დაამტკიცებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში შესულია პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობა, რომლის განხილვა-დამტკიცება პარლამეტის პრეროგატივაა. 
უსუფაშვილის განცხადებით, პარლამეტი უკვე ვალდებულია დაიწყოს სათანდო პროცედურები მთავრობის შემადგენლობის, მისი პროგრამის განხილვისა და დამტკიცების თაობზე.
მისივე თქმით, უმცირესობის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, შემდეგი პლენარული სხდომა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტს უყრიან კენჭს, 25 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












