პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ უმრავლესობის კვოტიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“
თავმჯდომარე მანანა კობახიძე დაინიშნა.
იგი დეპუტატებმა 92 ხმით არცერთის წინააღმედეგ აირჩიეს. ასევე 92 ხმით იქნა ვიცე-სპიკერად არჩეული ზვიად ძიძიგური, 90 ხმით კი - ზურაბ აბაშაძე.
უმრავლესობის კვოტიდან მეოთხე ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა ზურაბ ტყემალაძემ უარი თქვა თანამდებობის დაკავებაზე და აღნიშნა, რომ 150 დეპუტატიან პარლამენტში მეტი ვიცე-სპიკერის საჭიროების ვერ ხედავს. მისი თქმით, ამით ბიუჯეტში მნიშვნელოვნი თანხა დაიზოგება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მურმან დუმბაძე 81 ხმით აირჩიეს.
უმცირესობიდან ვიცე-სპიკერად კი - გიორგი ბარამიძე 92 ხმით დამტკიცდა.

















