პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის ახალ შენობას იწუნებს და ტექნიკურად გაუმართლებლად მიიჩნევს.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სერიოზული საუბარი მიმდინარეობს პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე. 
„ეს ჰოლი გამოუყენებადია. აქ ზაფხულში საშინელი ტემპერატურა იქნება, და მე წარმოუდგენლად მიმაჩია როგორ უნდა გაიტანო ის ენერგია, რომელსაც მზე გამოაფრქვევს“ - აღნიშნა ივანიშვილმა. 
ივანიშვილმა დღესვე, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ  პარლამენტის ქუთაისში ყოფნა რეგიონის ეკონომიკურ წინსვალს ვერ შეუწყობს ხელს, ხოლო ქუთაისს სხვა ისტორიული სამართლიანობა უნდა დაუბრუნდეს.  
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












